9571
საინფორმაციო არხი საქართველოზე ინფორმაციის გამოგზავნა / კონტაქტი: https://t.me/vol202Bot
მეგობრებო დიდი თხოვნა მაქვს თუ უყურებთ, თან მოიწონოთ და დააკომენტაროთ იქვე იუთუბზე.
ეს ძალიან ეხმარება ვიდეოს გავარდნაში.
არ ვიცი მსგავსი ხარისხის ვიდეოებით ეტყობა განებივრდა ქართული ინტერნეტ სივრცე და აღარ ავრცელებს დიდად თავისით, ამიტომ თქვენი იმედი მაქვს.
🔴 სააპელაციომ არჩილ მუსელიანცის განაჩენი ძალაში დატოვა -
მას 534 ლარის ზიანისთვის 4 წელი აქვს მისჯილი, - გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა გამოაცხადა.
ჩვენ ველოდებით, რომ აშშ-თან გარდა სამუშაო შეხვედრებისა და სხვა კონტაქტების, სრულად აღდგება სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი ბრალი არ არის, წინა ადმინისტრაციის ბრალია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაიფუჭა ურთიერთობა ქართველ ხალხთან და საქართველოსთან, ქვეყანასთან, რომელიც ყველაზე მძიმე პირობებში გაჰყვა ნატო-ს, ამერიკის შეერთებულ შტატებს მსოფლიო უსაფრთხოების დასაცავად.
მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მზაობა.
‼️ამ წელს უკვე მეორედ გაიზარდა სუს-ის თანამშრომელთა ხელფასი - შესაბამის დადგენილებას ირაკლი კობახიძემ მოაწერა ხელი.
🚩მაგალითად, მდინარაძის ხელფასი იანვარში იყო 15 170 ლარი (ეს თანხა როგორც საჯარო მოსამსახურეს, 10%-იანი ნაზრდის შედეგადაა), თებერვალში კი 15 945 ლარს მიიღებს - აქედან 255 ლარი წოდებისთვის განკუთვნილი ბონუსია (ბოლოს უსაფრთხოების მაიორად დააწინაურა კობახიძემ).
🚩მდინარაძის პირველ მოადგილეს, ლაშა მაღრაძეს ხელფასი 13 370 ლარიდან 14 995 ლარამდე გაეზარდა. დანარჩენ სამ მოადგილეს კი 12 230-დან 13 385 ლარამდე.
‼️გუშინ, ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში სამხედრო მოსამსახურეების საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დასრულდა. საკონტრაქტო სამსახურის რეკრუტებმა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 8 თვით გაწვეულმა პირებმა სამხედრო ფიცი დადეს.
🚩საზეიმო ცერემონიას საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ხელმძღვანელობა და რეკრუტების ოჯახების წევრები დაესწრნენ. პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ რეკრუტებს სიტყვით მიმართა და წარმატება უსურვა. წარჩინებულ რეკრუტებს სერტიფიკატები გადაეცათ.
საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის ფარგლებში რეკრუტებმა ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება გაიარეს. მათ ასევე შეისწავლეს პირველადი სამედიცინო დახმარება, ტოპოგრაფია და კავშირგაბმულობა.
როგორც საკონტრაქტო, ასევე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
🔴 ამ წუთებში რუსთავის აზოტის დირექციასა და რამდენიმე ასეულ გაფიცულ თანამშრომელს შორის შეთანხმება შედგა.
🔴მხარეები შეთანხმდნენ ხელფასის 200₾-ით მატებაზე,5 წლის განმავლობაში ხელფასის ეტაპობრივად 125₾-ით გაზრდაზე, ასევე გაფიცულების წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო საქმის გამოხმობაზე.
‼️რუსთავი 2-ის სიუჟეტში დეკანოზი კონსტანტინე ყვება, რომ არტოსის პური ჯერ ხორცად, შემდეგ კი ძვლად გადაიქცა.
🚩მართლმადიდებლური სწავლებით ევქარისტიის დროს პური და ღვინო ქრისტეს სისხლად და ხორცად იქცევა, თუმცა, ის არ კარგავს პურისა და ღვინის გარეგნულ ნიშნებს. საგულისხმოა, რომ არტოსი არ არის ევქარისტიული პური. მისით არავინ ეზიარება. სიუჟეტი არ გვეუბნება, კერძოდ ვის ხორცად და ვის ძვლად იქცა პური, რომელიც ტრაპეზზე არავის უკურთხებია
‼️4 ოქტომბრის 10-პირიან პროცესზე დაიკითხა სასაქონლო ექსპერტი შალვა კინწურაშვილი, რომელსაც ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ჰკითხა, რატომ დაწერეს დასკვნაში, რომ პრეზიდენტის სასახლის ღობის აღდგენის ღირებულება განისაზღვრა ავტოსახელოსნოში. ადვოკატის თქმით, დასკვნას ოთხი ექსპერტი აწერს ხელს.
ადვოკატი: პროფილაქტიკაში ხომ არ ყოფილხართ?
მოწმე: არ ვყოფილვარ პროფილაქტიკაში.
ადვოკატი: ეს [დასკვნა] ოთხივე ექსპერტმა წაიკითხა?
მოწმე: ჩვენ დავწერეთ.
ადვოკატი: თუ არ ყოფილხართ პროფილაქტიკაში და ოთხივე ექსპერტმა წაიკითხეთ და შეამოწმეთ, მაშინ დასკვნის მესამე გვერდი რომ გადაშალოთ და დასკვნის წინ ბოლო წინადადება წაგვიკითხოთ.
მოწმე: „აღდგენითი სამუშაოები რას ითვალისწინებს... აღდგენითი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა ავტოსარემონტო სახელოსნოში...“ ავტოსარემონტო. ავტოსარემონტო წერია შაბლონურად, ტექნიკურად ჩარჩა.
ადვოკატი: შინაარსი რა არის?
მოწმე: ღირებულება განისაზღვრა ავტოსარემონტო სახელოსნოში
ადვოკატი: პირდაპირ წერია, პროფილაქტიკაში გავარკვიეთ, რა ღირს აღდგენის სამუშაოებიო. ტექნიკური შეცდომაა, რომელიც ოთხივე ექსპერტს გაეპარა?
მოწმე: მე წავიკითხე თუ არა, მე ეს შემიძლია პასუხი გაგცეთ
ადვოკატი: ოთხივე ხელმომწერ ექსპერტს წაკითხული გაქვთ თუ არ გაქვთ?
მოწმე: კი გვაქვს
ადვოკატი: ოთხივეს გაგეპარათ და ჩაწერეთ, რომ ავტოსარემონტოში ვიყავითო
🚩შეკითხვა პროკურორმა გააპროტესტა. მისი თქმით, სხვა ექსპერტების შესახებ შეკითხვა თავად მათ უნდა დაუსვან, როცა დაკითხავენ. პროკურორის პროტესტს დარბაზში ხმაური მოჰყვა.
მოწმე პასუხისმგებელი ვერ იქნება, სხვა ექსპერტებს რა გაეპარათ
თუ მოგწონთ VOL 2.0 ის საქმიანობა და გსურთ მხარი დაგვიჭიროთ ჩვენი პროექტების განხორციელებაში (ასევე შაურმაგედონის მხრივ), ამის გაკეთება შეგიძლიათ თქვენი აქტივობით კომენტარებში და გაზიარებებით, მაგრამ თუ უფრო მეტი გსურთ გააკეთოთ ჩვენი გუნდისთვის, მაშინ მატერიალური გვერდში დგომა უდიდესი მოტივაცია იქნება ჩვენ მოხალისეობრივ საქმიანობაში.
BOG: #GE48BG0000000537413605
TBC ბანკი: #GE97TB7376245061600053
PayPal: https://www.paypal.com/paypalme/vol20pay
ქისა: http://kisa.ge/donate/BUZy0TSFbYqijYMTvxBt
1999 წლის 5 თებერვალს, თბილისში, რუსთაველზე, საქართველოში პირველი მაკდონალდსი გაიხსნა
Читать полностью…
‼️გივი მიქანაძე დუბაიში არაბთა საამიროების განათლების მინისტრს შეხვდა
Читать полностью…
უკონკურენტო ფავორიტი FPV სამყაროში! Radiomaster GX12 ELRS
არის თუ არა ეს ის პულტი, რომელსაც ყველა ველოდით? დღევანდელ ვიდეოში დეტალურად განვიხილავ Radiomaster GX12-ს, რომელსაც უკვე ბევრი "FPV პულტების ახალ მეფეს" უწოდებს.
(თავიდან ავტვირთე ცუდი ხმის გამო)
ვიდეოს ბმული: https://youtu.be/4sb22-BHJxQ
‼️რატის ბარში მომხდარი მკვლელობა - მკვლელობისთვის ბრალდებულ ივანე გიგლემიანს სამუდამო პატიმრობა, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის რატი პაკელიანს 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
🚩გაგახსენებთ, მკვლელობა გასული წლის 11 მაისს, დილის 6-ის ნახევრისთვის მოხდა - აწ უკვე მსჯავრდებულმა გიგლემიანმა დაზარალებულს კამათის ფონზე დანით ჭრილობები მიაყენა. 18 წლის ალეკო შაკიაშვილი ადგილზევე დაიღუპა.
ვატო როდის უფრო "პრინციპული" იყო, 20 ივნისს თუ ახლა?
Читать полностью…
‼️კონექტიკუტის შტატის ქალაქ გრინვიჩის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, დააკავეს 48 წლის გრიგოლ ჩაფიჩაძე. ძიების თანახმად, 2025 წლის ოქტომბრიდან გრინვიჩსა და ნიუ ქანაანის (ასევე კონექტიკუტის შტატშია) მოსახლეები ძარცვებზე წუხდნენ. ჯამში საუბარია მილიონი დოლარის ნივთების მოპარვაზე.
Читать полностью…
‼️‼️‼️‼️‼️
📹 ამერიკა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხის წინაშე
⁉️არის თუ არა იმის შანსი, რომ 2026 წელს ამერიკაში სამოქალაქო ომი დაიწყოს?
💥 დონალდ ტრამპის რადიკალური საიმიგრაციო პოლიტიკა და ფედერალური ძალების უკონტროლო მოქმედებები შტატებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის უპრეცედენტო კონფლიქტს იწვევს.
🛡მინესოტაში ეროვნული გვარდია ფედერალურ აგენტებს უპირისპირდება, უდანაშაულო მოქალაქეები იღუპებიან, პრეზიდენტი კი „აჯანყების აქტის“ ამოქმედებით იმუქრება.
❗️ ნახეთ ვიდეო და გაიგეთ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, როდესაც დემოკრატიულ ინსტიტუტებს საფრთხე ემუქრება.
ვიდეოს ბმული: https://youtu.be/QLQB_ym2lfk
ლეგენდის თანახმად, ღარიბაშვილმა ეს მილოცვა "სულ ძმრად ამოადინა" და ერთ-ერთ სუფრაზე აგინა.
აი ბოლო სერიაში კი ჩვენი იკუ შეერია ლილუაშვილს და მის ძმებს, რუსთავში
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, კირსტი ქოვენთრის მასპინძლობით გამართულ მიღებას, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად დავესწარი.
ღონისძიების ფარგლებში შეხვედრა გავმართეთ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, მათ შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან. საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი ორი ქვეყნის საერთო ღირებულებებზე გაკეთდა.
🔥დღეს, მილანო კორტინაში (იტალია) ზამთრის ოლიმპიური თამაშები გაიხსნება - ის 22 თებერვლამდე გაგრძელდება
Читать полностью…
იცი, როგორ კერავდნენ სისხლის სამართლის საქმეებს?
‼️ციხეში აკრძალული ნივთით ჯგუფურად სარგებლობის გამო, არტიომ გრიბულს, სერგეი კუხარჩუკს და ანტონ ჩეჩინს ახალი ბრალდება წაუყენეს - სისხლის სამართლის კოდექსის 378² მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის მიხედვით სასჯელი 3-დან 5 წლამდეა. ბრალს არცერთი აღიარებს.
🚩პროკურატურის ცნობით, მეოთხე ბრალდებულმა, ლიეტუველმა გიედრიუს ვოტრონოვიჩმა 5 ოქტომბერს თავად დაამზადა მუყაოს ქაღალდისგან ბანქოს სათამაშო პაკეტი. დანარჩენმა სამმა კი ითამაშა.
🚩დაცვის მხარე თავად ამ მტკიცებასაც ხდის სადავოდ. ასევე მიუთითებენ თარგმანის პრობლემაზე. მხოლოდ დეკემბერში განემარტათ პატიმრებს აკრძალულ საგნებთან დაკავშირებით.
🟣”სილვარი” ყულევში რუსეთის ნოვოროსიისკის პორტიდან შემოვიდა.
🟣ტანკერის ძველი მფლობელი და მმართველი კომპანიები სანქცირებულია აშშ-ისა და ბრიტანეთის მიერ.
🔎ამ გემის შესახებ მეტ დეტალს “აი, ფაქტის” სტატიაში ნახავთ. ბმული კომენტარებშია.
🛡 თბილისი. ლეგიონის ისტორიაში პირველად, ჩვენი და თავდაცვის სამინისტროს სსიპ "თავდაცვის მოხალისის" მიერ ერთობლივად ორგანიზებული საბაზისო კურსი იწყება!
⏳ ადგილები შეზღუდულია, ამიტომ არ გადადოთ ანკეტის შევსება!
🗓 დრო: 1 მარტი - 3 მაისი
💸 ღირებულება: უ ფ ა ს ო
👤 ასაკი: 18-55 წელი (ლურჯი ასეული)
🧒 ასაკი: 14-17 წელი (მწვანე ასეული)
📚 კურსი იყოფა ორ ნაწილად
🟦 ლეგიონის მიერ ორგანიზებული პირველი ნაწილი ორივე ასეულისთვის:
📆 1 მარტი - 5 აპრილი (6 საველე და 14 ლექცია)
🧭 თემები: სამოტივაციო მარში, საველე ყოფა, შენიღბვა, სამედიცინო პირველადი დახმარება, ტოპოგრაფია და სამთო მომზადება
🟦 თავდაცვის ძალების ჩართულობით: მეორე ნაწილი "ლურჯი" ასეულისთვის:
📆 16 აპრილი - 3 მაისი (5 საველე და 10 ლექცია)
🎯 თემები: ტაქტიკური წვრთნები იარაღის მიმაგრებით და საცეცხლე მომზადება საბრძოლო სროლებით ბაზაზე
ℹ️ შენიშვნა: შესაძლებელია მეორე ნაწილის გავლა ზაფხულში ორ ნაკადად
🚚 სსიპ „თავდაცვის მოხალისე“ უზრუნველყოფს თავდაცვის ძალების ჩართულობას როგორც სასწავლო, ასევე ლოჯისტიკურ საკითხებში
🌲 საველე სწავლებები გაიმართება კვირას
📝 18-55 წლის პირების სარეგისტრაციო ანკეტა
🔗 https://docs.google.com/.../1fGthZY1V0rXYrTHK.../viewform...
👨👩👧 არასრულწლოვნების მშობლების საყურადღებოდ!
🟢 14-17 წლის მოზარდები ირიცხებიან არასრულწლოვნების ცალკეულ „მწვანე“ სასწავლო ასეულში, სადაც გადიან ადაპტირებულ, არასაბრძოლო საბაზისო ნაწილს.
📅 მწვანე ასეულის კურსი დასრულდება 26 აპრილს.
🤝 თუ გსურთ რომ თქვენი შვილი მოხვდეს ორგანიზებულ, უსაფრთხო და ღირებულებებზე დაფუძნებულ გარემოში სადაც შეიძენს ახალ ცოდნას, ახალ მეგობრებს და თანამოაზრეებს, გთხოვთ შეავსოთ ეს ანკეტა:
📝 არასრულწლოვნების სარეგისტრაციო ანკეტა
🔗 https://docs.google.com/.../1SZdzvDBBbH7-i0zZ.../viewform...
🌐 დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს პირველ კომენტარში
🇬🇪 ვგუშაგობთ ერს!
#ლეგიონი #მაზნიაშვილი #თბილისი #საბაზისო #სამხედრო #თავდაცვა #მოხალისე #თავდაცვისმოხალისე
მიხეილ სააკაშვილი:
თენგო გოგოტიშვილმა, რომელსაც ყველაფერი ახსოვს, შეგვახსენა, რომ [3 თებერვალს] შესრულდა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 21-ე წლისთავი. ზურას თუკი ვიღაცები ახსენებენ, მხოლოდ ახსენდებათ ერთი ფრაზა "მე ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი".Читать полностью…
სინამდვილეში ეს იყო თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე, თანამედროვე ქართული პარლამენტარიზმის და იმ პოლიტიკური სკოლის ფუძემდებელი, რომელსაც მეც მივაკუთვნებ საკუთარ თავს.
დარწმუნებული ვარ მომავალ თავისუფალ პარლამენტში, სხდომათა ტრიბუნის უკან დაიდგმება მისი ბიუსტი.
გარდა ამისა ზურა იყო საოცრად თბილი და კარგი ადამიანი, ნამდვილი მეგობარი. მე ძალიან ხშირად ვიხსენებ განსაკუთრებული სითბოთი და სიზმარშიც ხშირად მესიზმრება, ძალიან პოზიტიურად.
მის შვილებს შეუძლიათ იამაყონ მისით და მეც ვამაყობ ჩემი და ზურას თანამებრძოლეობით.
პროფესორი გიგა ზედანია ნეტგაზეთთან კომენტარს აკეთებს სამთავრობო პროპაგანდის მიერ წამოწყებულ კამპანიაზე ილიაუნის რექტორის, ნინო დობორჯგინიძის წინააღმდეგ.
რექტორის პირდაპირი მოვალეობაა, საზოგადოებას ესაუბროს უმაღლესი განათლების დანიშნულებასა და როლზე, გაუზიაროს სამოქალაქო საზოგადოებას საკუთარი აზრები უნივერსიტეტის ავტონომიასა და აკადემიურ თავისუფლებაზე, რომელიც, წესით, კონსტიტუციით უნდა იყოს დაცული. მმართველმა პარტიამ როგორმე უნდა აიტანოს, თუ ის ამ - კვლევისა და სწავლების ათწლეულებით გამოცდილებაზე დაფუძნებულ - აზრებს არ ეთანხმება. ორკესტრირებული შეტევა ნინო დობორჯგინიძის წინააღმდეგ აქ ვერაფერს შეცვლის. შეუძლებელია, მთელი უმაღლესი განათლების დამაზიანებელი ცვლილებები დაგეგმო და გეგონოს, რომ აკადემიური საზოგადოება ხმას არ ამოიღებს ამის წინააღმდეგЧитать полностью…
‼️თბილისში აიათოლას რეჟიმის მოწინააღმდეგეს ეძებენ - ის შსს-მ გაურკვეველ ვითარებაში დააკავა
Читать полностью…
"შვედეთში ჩემი იპოთეკის პროცენტი, რომელიც ინფლაციის პირობებში 4%ზე მაღალი იყო, ახლა 3.15%-ზე ჩამოვიდა და არის შანსი, რომ მომავალ წელს თუ ყველაფერი სტაბილურად იქნება, ბანკს მოლაპარაკების დროს კიდევ დავაწევინებ. 3.15%-იანი იპოთეკური სესხი, მეგობრებო, რომელიც ინფლაციამდე 1-1.50% იყო". https://netgazeti.ge/news/797616/
Читать полностью…
‼️გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში საერთაშორისო გამოფენაში FRUIT LOGISTICA 2026 თერთმეტი ქართული კომპანია მონაწილეობს.
🚩სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, წელს საქართველოს პავილიონში წარმოდგენილია ლურჯი მოცვის, მშრალი ხილისა და სანელებლების მწარმოებელი კომპანიები: „აგროლეინი“, „ბლუ ბერდ ბერიზ“, „კოლხური კენკრა“, „აგრითაჩი“, „გეო აგრო ესთეითი“, „ხონის პლანტაციები“, „ჯეო ორგანიკი“, „ალფაინ სფაისის“, „ჯენტრი ინვესტმენტი“, „კავკასუს ორგანიკ ფრუტსი“, „საქართველოს აგრარული გაერთიანება“.
🚩გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ავალიანი და გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე კარტოზია დაესწრნენ.
რუსთავი 2-მა იქექა და გაარკვია რომ გერმანიაში 3-დან 10 წლამდე ციხეა, კონსტ. ორგანოებზე ხელშეშლა 8-დან 15 წლამდე პატიმრობაა, საფრანგეთში კი 10-დან 30 წლამდე.
საბოტაჟის მომზადების ეტაპზევეა იმ ევროპაში დასჯადიო.
(რავი, ზოგ უაზრო ან მავნებელს იღებენ, თუ რამე ხვალ გათხოვებასაც დათანხმდებიან, მარა რეალურად საჭირო რეფორმებზე ბოდიშითო)..