geovol20 | Unsorted

Telegram-канал geovol20 - საქართველო - VOL 2.0

9571

საინფორმაციო არხი საქართველოზე ინფორმაციის გამოგზავნა / კონტაქტი: https://t.me/vol202Bot

Subscribe to a channel

საქართველო - VOL 2.0

ირაკლი კობახიძე:

უკვე მრავალი წელია, წარმატებით ვახერხებთ საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას, რასაც მომავალშიც გავაგრძელებთ, ამას ემსახურება პარლამენტში წარდგენილი ინიციატივები

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ემხრობოდა საქართველოში ელჩის დანიშვნას, თუმცა ზელენსკის ადმინისტრაციამ სხვაგვარად გადაწყვიტა. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ უცნობია, გაემგზავრება თუ არა ელჩი თბილისში, რადგან ამ დანიშვნაზე საქართველოს საპასუხო ქმედებები, თითქოს განგებ უბიძგებს კიევს, დაამუხრუჭოს ამ გადაწყვეტილების აღსრულება — წერს უკრაინული გამოცემა „Європейська правда“ https://netgazeti.ge/life/797172/

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

‼️იგორ გიორგაძის თქმით, ის არაა ჩართული ენგურის ხიდზე სატრანზიტო ტერმინალის მოწყობაში - გეგმის მიხედვით ტვირთები უნდა გავიდეს ოკუპირებული აფხაზეთის გავლით

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

რიკოთის გვირაბში ტრაილერი ვერ ეტევა, ევროპას ედრება ესა..🤡

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

🔴 გერმანიის საელჩოს განცხადება:

საერთაშორისო ორგანიზაციაში წევრობა ვალდებულებებს მოიცავს.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო ახორციელებს შემოწმების პროცედურას - ე.წ. Universal Periodic Review (UPR), რომელიც ყველა წევრმა სახელმწიფომ პერიოდულად უნდა გაიაროს. ეს პროცედურა ეფუძნება გაეროს ქარტიას, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, ადამიანის უფლებათა კონვენციებს და შესაბამის შემთხვევაში საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.

საქართველოს შემოწმება ახლახან განხორციელდა. გერმანიამ განცხადება გააკეთა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის სწრაფად გაუარესებასთან დაკავშირებით. საქართველო არღვევს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს და ჩვენდა სამწუხაროდ სულ უფრო მეტად შორდება თავის ევროპულ მისწრაფებას.

ჟენევა, 2026 წლის 26 იანვარი:

გერმანია ძალიან შეშფოთებულია [საქართველოში] ადამიანის უფლებების სწრაფად გაუარესებული მდგომარეობის გამო, შეკრების, გაერთიანების, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვების ჩათვლით, მათ შორის რეპრესიული კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წარმოების ბოროტად გამოყენების გზით.

გერმანია წუხილს გამოთქვამს, რომ არ არსებობს ანგარიშვალდებულება დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე ძალადობრივ თავდასხმებთან დაკავშირებით.

გერმანია რეკომენდაციებს უწევს საქართველოს,
🔵 გამოიძიოს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებული გამოყენების შესახებ ცნობები, მათ შორის პოლიციის მიერ წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები, და უზრუნველყოს მსხვერპლთათვის მართლმსაჯულებაზე, კომპენსაციასა და რეაბილიტაციაზე წვდომა;
🔵 მოხსნას სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობისთვის დაბრკოლებები, მათ შორის გააუქმოს ან შეცვალოს ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონი და „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები;
🔵 გადახედოს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც ამჟამად ზღუდავს შეკრების თავისუფლებას, რათა ისინი შესაბამისობაში მოიყვანოს საერთაშორისო სამართალთან, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან და ევროკავშირის გაფართოების 2025 წლის ანგარიშთან;
🔵 გააუქმოს ან ძირეულად შეცვალოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონსა და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები.

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

‼️პოლიციელზე თავდასხმისთვის - ჯგუფური ძალადობის მუხლით დაკვალიფიცირდა (126¹ "ბ") და 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება - ბრალდებული ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე სასამართლომ 30 ათასი ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

კარგია, კარგია. უფრო მიმყარდება ის აზრი, რომ აქ მხოლოდ ავტორიტარიზმის და ძალაუფლების კონსოლიდაციის თემა არაა.

პირადად, ირაკლი კობახიძეს აწუხებს უღიარებლობა - არავინ ელაპარაკება გარეთ, ავტორიტეტული. არც შიდა ასპარეზზე აქვს ყველაფერი რიგზე.

ამიტომ მოვედით ამ სიტუაციამდე - არ მაღიარებთ? მოგიწევთ: უჩემოდ ნაბიჯს ვერ გადადგამთ, ფულს ვერ მიიღებთ და დაგიჭერთ კიდეც ერთი გადაცდომა რომ გაბედოთ. არ მაღიარებთ? გაგაძევებთ ... ქვეყნიდან.

არა ძმა, რა ლეგიტიმაციის პრობლემა, ჭორია.

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

2023 წლის მარტი - აგენტების კანონის მიღების პირველი მცდელობა

2026 წლის იანვარი - ქოცები აგენტების კანონის მიღებას აპირებენ კუბში.

რამდენიმე უკვე "ამჩატდა" ამ დღენახევარში ))

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

‼️ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელე, მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებულ ინფორმაციას მოსალოდნელი ინსპექტირების შესახებ, შემოწმებამდე რამდენიმე დღით ადრე, შპს „ფერმერთა სახლის“ მმართველს აწვდიდა.

ამ ქმედების მიზანი იყო, კომპანიას თავიდან აერიდებინა მოსალოდნელი დაჯარიმება. დადგინდა, რომ აღნიშნული მეწარმე ქალაქ გორში ახორციელებდა კომპანია BAYER-ის პრეპარატის, LUNA SENSATION-ის სახელით ფალსიფიცირებული აგროქიმიკატის რეალიზაციას.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის მსურველ პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან. საგამოძიებო სამსახურის რეაგირება ნებისმიერ შემთხვევაში იქნება მყისიერი და მკაცრი

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

რავი, ჩელიაბინსკამდე არცთუ ისე შორია... (არადა ამას სოხუმზე ვმღეროდით)

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

საბა ბრაჭველი იმ ახალ სიგიჟე კანონზე

როგორც იქნა, საინტერესო კანონპროექტი დაიდო პარლამენტის საიტზე, ამიტომ, რაც შეიძლება მოკლედ:

1. ვისაც ამ დროისთვის რაიმე კონტრაქტი აქვს უცხოელთან ან უცხოეთში მცხოვრებ ქართველთან; მისგან იღებს ფულს, ან ნებისმიერ სხვა სიკეთეს (ნეტფლიქსის პაროლს ან უფასო ექსელის კურსებს თუნდაც); მოუწევს, რომ შემდეგი კვირიდან 1 თვის ვადაში ეს ყველაფერი დაადეკლარიროს და მთავრობას ნებართვის მისაღებად მიმართოს, რომ ამ ბენეფიტით სარგებლობა გააგრძელოს.

2. სანამ განმცხადებელი მთავრობისგან ნებართვას არ მიიღებს, იქამდე არც კონტრაქტის შესრულების, არც ფულის დახარჯვის, არც ნეტფლიქსის პაროლის გამოყენების უფლება არ ექნება. თუ გამოიყენებს - 6 წელი ციხე დაემუქრება.

3. თუ პირველ პუნქტში მითითებული პირი გამოთქვამს ნებისმიერი სახის მოსაზრებას საზოგადოებრივ საკითხებზე, შესაძლებელი იქნება მისი პოლიტიკურ პარტიად შერაცხვა, რითიც მისი მთელი პერსონალური ინფორმაცია ყოველგვარ დაცულობას დაკარგავს და დამატებითი ვალდებულებები ექნება შესასრულებელი.

4. გაერომ ვინმე გრაფიკული დიზაინერი რომ დააკონტრაქტოს, სტუდენტებითვის უფასო მასტერკლასის ჩასატარებლად, დიზაინერმა ჭკუა იხმაროს და ამაში ფული საერთოდ არ აიღოს, მაინც 6 წლით საციხოდ გაიხდის საქმეს დიზაინერიც, სტუდენტებიც და გაეროს თანამშრომელიც.

5. საერთაშორისო ორგანიზაციებს (გაერო, ევროსაბჭო, ევროკავშირი, ა.შ.) აქამდე ერიდებოდნენ, გამონაკლისებს აძლევდნენ ე.წ. ფარადან და ა.შ. ახლა 6 წელი ციხე ემუქრებათ მათ თანამშრომლებსაც, თუ კობახიძეს არ შეუთანხმეს ნებისმიერი, თუნდაც უსასყიდლო კონტაქტი საქართველოს მოქალაქეებთან.

6. მეტიც, სათაო ოფისი ქართულ ფილიალს რა თანხას გადმოურიცხავს, ამასაც წინასწარი ნებართვა დასჭირდება. მაგალითად, ადენაუერის ფონდი ქართულ წარმომადგენლობას რა წლიურ ბიუჯეტს დაუდგენს, ესეც კობახიძეს უნდა შეუთანხმონ.

7. ექვსწლიანი სასჯელი (მძიმე დანაშაული) ნიშნავს იმას, რომ პროკურატურას უფლება ექნება, უკვე ლეგალურად მოუსმინოს ნებისმიერ პირს, რომელზეც პატაკში მხოლოდ ის იქნება მითითებული, რომ მას უცხოელთან ან უცხოეთში მცხოვრებ პირთან რაღაც საქმიანობა აქვს. დამატებით, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ცალკე დანაშაულია, ამიტომ, მაგალითისთვის ორგანიზაციამ რამე თუ არ დაადეკლარირა, ცალკე ხელმძღვანელებს დაიჭერენ (გრანტების კანონის დარღვევის გამო), და ცალკე დანარჩენებს - შეუტყობინებლობის გამო.

8. ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ან უცხოელთან, ან უცხოეთში მცხოვრებ ქართველთან რაიმე სახის კავშირი აქვს და რაიმე, თუნდაც უფასო ბენეფიტს იღებს მისგან.

9. პროტესტში მყოფი ადამიანები 'გაგვლახენ უკვე' ვითარებაში არიან და ეს შეზღუდვები მათთვის ძალიან ნამეტანი რთულად გადასატანიც არ იქნება - გამოიმუშავეს უკვე მედეგობა. აი იმ ხალხმა კი, ვინც აქამდე ფიქრობდა, რომ ეს ყველაფერი მათ არ შეეხებოდა, ჯობია მალე დაიწყოს დეკლარირების წესების სწავლა, ექსელის ფაილის შევსება და თანხმობების ლოდინი. სერიოზული გამოფხიზლება ელით წინ.

10. მაინც ვერ გავიგე, რა არის ამ კანონში რუსული.

პ.ს. ეს მხოლოდ ინიციირებული ვარიანტია. კიდევ რამდენი რამის ჩაწერა მოესწრება კანონის მიღებამდე, ვნახავთ ერთად.


წყარო საბა ბრაჭველი

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

‼️მცირე მიმოხილვა ეუთოს მოსკოვის მექანიზმზე:

ეს არის ადამიანის უფლებებეთან დაკავშირებული სიტუაციების შემსწავლელი მისიების სამუშაო მექანიზმი, რომელიც უკიდურეს შემთხვევებში ერთვება თავისი ძიებით. მისია შესაძლოა აქტიურ ზონას ესტუმროს, ან უამისოდ მოიკვლიოს მდგომარეობა. არის ვენის მექანიზმის ერთგვარი გაგრძელება. ძალაშია 1991 წლიდან და სრულყოფილი სახე მიიღო რომის შესწორებებით 1993 წელს.

1991-2024 წლებში მოსკოვის მექანიზმის ასამოქმედებლად 15 შემთხვევა დაფიქსირდა:

1) ხორვატიის და ბოსნიის ომები, რა დროსაც სამოქალაქო მოსახლეობაზე იყო დარტყმები. ასევე NATO-ს იერიში იუგოსლავიაზე 1999 წლის გაზაფხულზე.

2) 2002 წლის ნოემბერში, როდესაც თურქმენეთის პრეზიდენტ საფარ მურატ ნიაზოვს მოტოციკლი აუფეთქეს: მაშინ ნიაზოვმა ხანძარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა და რეპრესიები განხორციელდა თურქმენეთში.

3) ბელარუსის 2010 წლის არჩევნების შემდგომი პერიოდი, ასევე ჩეჩნეთში.

4) ბელარუსის 2020 წლის არჩევნები და პოსტფაქტუმ სისხლში ჩახშობილი პროტესტები. ასევე უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მოყოლებული - ბუჩას სასაკლაო და სხვა დანაშაულები

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

‼️ხვალ, 12 საათზე ტექნიკური უნივერსიტეტის V კორპუსთან უნივერსიტეტის მხარდამჭერი აქცია ჩატარდება

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

🔴 ,,დღეს ჩვენ, სტუდენტების მიერ გამართულ საჯარო ლექციაზე მოულოდნელი ბედნიერება - POSTV-ის პროპაგანდისტი ნათია ბერიძე გვეწვია.

სტუდენტებმა კი მას წიგნები ვაჩუქეთ, იმედი გვაქვს, ამის შემდეგ კითხვის მოტივაცია გაუჩნდება და ჩვენს ლექციებსაც ხშირად დაესწრება, იქნებ ისწავლოს რამე.’’


- წერს ,,The future is ours” და ვიდეოს აქვეყნებს.

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

‼️ერგნეთში გამართული შეხვედრის ბოლოს "სამხრეთ ოსეთის" დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა, იმედი გამოხატა რომ "შეძლებენ საქართველოს ხელისუფლების დარწმუნებას - აიღონ უკანონო ქართული საგუშაგო ჩორჩანა-წნელისში".

ამ მოსაზრებას გამოეხმაურა იმჟამინდელი შს მინისტრი, გიორგი გახარია - ვისი ჩართულობითაც ჩაიდგა საგუშაგო 2019 წლის აგვისტოში, ოსთა წინააღმდეგობის მიუხედავად.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის დღევანდელ შეხვედრაზე ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებამ ხელახლა გამოთქვა იმედი, რომ პოსტი "ჩორჩანა" - ჩემი მმართველობის დროს რომელიც შეიქმნა, სამომავლო ოკუპაციის შესაკავებლად, დაიშლება "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ. საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული პოსტი, მიწების დატაცების არიდების გარდა, მეზობელ ზონაში მცხოვრებ მოსახლეობასაც იცავდა განგრძობითი ოკუპაციისგან. ჩემ წინააღმდეგ მიმართულო ბრალდება ჩორჩანას საქმეზე პოლიტიკურად მოტივირებული აქტი და პირდაპირი თავდასხმაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ, რომელიც აშკარადაა შეთანხმებული რუსეთთან და საოკუპაციო რეჟიმთან

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

‼️კითხვაზე, რით ახსნით ბოლო 48 საათში ახალ თავსატეხებს, კობახიძე ამბობს:

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

‼️აფხაზური გარჩევების ამბები:

‼️პოსტიდან გაუშვეს კაცი, რომელმაც გულრიფშის რაიონში ნარკოკონტრაბანდის აღსაკვეთად ტრანსპორტი გააჩერა და 3 მგზავრს სცემა (სხვა პოლიციელებიც მიეშველნენ) - ერთს ქალას ფუძის ძვლის მოტეხილობა აქვს. როგორც შემდეგ გაირკვა დაზარალებულების ოჯახის წევრები მისულან "შსს-ში" და უთქვამთ, თითქოს სამმართველოს უფროსმა ნათესავებს ნება დართო პოლიციელ მიჩბასთვის "აფხაზური გაგების გარჩევა მოეწყოთ".

🚩თავად ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს უფროსი ამბობს რომ ინციდენტის დღეს და მომენტში (26 იანვარს) აეროპორტში იმყოფებოდა. არც მას და არც მის თანამშრომლებს არ აქვთ კავშირი დაზარალებულებთან.

🚩აფხაზეთის "შსს-ს" თქმით, შემთხვევა მოხდა გაის "ეშერას" პოსტთან. მერსედესის მძღოლი არ დაემორჩილა მილიციას და ამის გამო შესაბამისი ზომები მიიღეს.

🚩"შს მინისტრ" რობერტ კიუტის ბრძანებით მომხდარზე შიდა სამსახურებრივი მოკვლევაა დაწყებული, რომლის დასკვნაც "გენპროკურატურას" გადაეცემა.

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

🔴 "როგორც გავიგე ე.წ. მთავრობის ინიციატივით განიხილება ახალი კანონპროექტი, რომლის თანახმადაც კიდევ უფრო მეტად იზღუდება თავისუფალი სიტყვა.

თურმე აღნიშნული კანონით ბიზნესს (და არამხოლოდ)
უნდა აეკრძალოს მთავრობის მიმართ კრიტიკული პოზიციის საჯაროდ გამოხატვა და იმ ხალხის მხარდაჭერა, ვინც ამას აკეთებს.

როდესაც ამ ბიზნესს ვქმნიდი, ვმოქმედებდი რწმენით, რომ ბიზნესი ფასეულობებზე დაფუძნებული, შინაარსის მატარებელი ცოცხალი ორგანიზმი ყოფილიყო და გარდა პროდუქტისა და მომსახურების შეთავაზებისა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მოვლენებზეც ჰქონოდა რეაქცია.

რათქმაუნდა არასდროს მქონია ილუზია, რაიმე განსაკუთრებულს ვაკეთებდი და ბიზნესის სახელით, საჯაროდ სხვადასხვა პოზიციის დაფიქსირებით მყისიერად შევცვლიდი იმას, რაც არ მომწონდა ამ ქვეყანაში.

ასევე არასდროს გამომითქვამს აზრი ვინმეს მოსაწონად ან არ მოსაწონად.

ყოველთვის ვმოქმედებდი ისე, როგორც მჯეროდა და სწორად მიმაჩნდა, ყველაფერს ვაკეთებდი საჯაროდ, სინდისის კარნახით, რომ მომხმარებელს ჰქონოდა ზუსტი წარმოდგენა თუ რა შეხედულებების მქონე ადამიანთან უნდა ეთანამშრომლა და ამის შემდეგ მიეღო გააზრებული გადაწყვეტილება თუ სად დაეხარჯა მისი შრომით გამომუშავებული ფული.

ალბათ მალე კიდევ უფრო დაზუსტდება თუ რასთან გვექნება საქმე, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ვერ იარსებებს ვერანაირი ძალა, რომელიც მაიძულებს გავჩუმდე.

ერთადერთი შეზღუდვა, რომელსაც საკუთარ თავს და ბიზსნესს ვუწესებ არის ის, რომ არ ვავნო სხვას.

პატივისცემით"


🗣 გიორგი ფუტკარაძე

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

⚠️გავრცელებული ინფორმაციით თაუ-სტუ-ს რექტორად, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და გერმანიაში ყოფილი ელჩი, ლევან იზორია განიხილება

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

‼️შეხვედრა ტექნიკურ უნივერსიტეტში

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

რომ რამე, ვიცოდეთ, ვისი შთამომავალი ცდილობს ძალაუფლების კონსოლიდაციას

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

‼️იურიდიული დახმარების სამსახური ირაკლი კობახიძის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება. იურიდიული დახმარების სამსახური მოქმედი კანონით თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, არცერთ სახელმწიფო ორგანოს არ ექვემდებარება და ანგარიშვალდებულია მხოლოდ პარლამენტის წინაშე.

🚩საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი "ოცნების" პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

❗ ბარსელონას ოფიციალური ფანკლუბის (Penya Blaugrana Tbilisi) განცხადება

🔵 ჩვენი ორგანიზაცია ქართული კანონმდებლობის შესაბამისად უკვე ფუნქციონირებს თითქმის 11 წელია. ბარსელონას მოთხოვნით, ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმად შერჩეული გვაქვს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (იგივე "არასამთავრობო ორგანიზაცია", იგივე "ენჯეო"). ბარსელონა ჩვენი ფანკლუბისთვის, ისევე როგორც მისი თითოეული წევრისთვის, აწესებს გარკვეულ შეღავათებს, მათ შორის არის ფასდაკლებები ბარსელონას ოფიციალურ პროდუქტებზე

🔴 ცოტა ხნის წინ ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე 8 ნომერში მდებარე პარლამენტის შენობაში "ქართული ოცნების" მიერ დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ჩვენი ფანკლუბისთვის ქმნის შემდეგ რეალობას:

🟦 ის შეღავათი, რომელიც ბარსელონამ ფანკლუბსა და მის წევრებს დაუწესა, ითვლება გრანტად;
🟥 გრანტის მისაღებად აუცილებელია, რომ როგორც გრანტის გამცემმა (ბარსელონამ), ასევე გრანტის მიმღებმა (ფანკლუბმა ან/და მისმა წევრმა) საქართველოს ხელისუფლებისგან წინასწარ მიიღოს ნებართვა;
🟦 გრანტის (ანუ ფასდაკლების) წინასწარი ნებართვის გარეშე მიღების შემთხვევაში ფანკლუბის წევრს ემუქრება 6 წლამდე პატიმრობა;
🟥 იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ფანკლუბის წევრი სპოტიფაი კამპ ნოუზე, კლუბის მუზეუმში, მაღაზიაში ან სხვა სივრცეში ისარგებლებს ბარსელონას მიერ დაწესებული ფასდაკლებით და ამისთვის მას არ ექნება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გაცემული წინასწარი ნებართვა, მას დაემუქრება 6 წლამდე პატიმრობა;
🟦 თუ ჩვენი ფანკლუბის რომელიმე წევრისთვის ცნობილი გახდება, რომ ფანკლუბის სხვა წევრმა წინასწარი ნებართვის გარეშე ისარგებლა ბარსელონას მიერ დაწესებული ფასდაკლებით და პირველად ხსენებულმა წევრმა ამის შესახებ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ინფორმაცია არ მიაწოდა, მას დაემუქრება 6 წლამდე პატიმრობა.
🟥 არა, ეს ყველაფერი ხუმრობა არაა!

🔵 ძალიან კარგად გვესმის, რომ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მიზანი ბარსელონას გულშემატკივრების ციხეში გაშვება არაა და დიდი ალბათობით, არავინ დაინტერესდება იმით, ჟოან ლაპორტას საქართველოს ხელისუფლებასთან ჰქონდა თუ არა წინასწარ შეთანხმებული ფასდაკლების ოდენობა. თუმცა სასჯელის სიმკაცრის გათვალისწინებით, იძულებულნი ვართ, მივიღოთ დროებითი (იმედია) ღონისძიებები. უახლოეს დღეებში, სანამ ახალი კანონი ძალაში შევა, ფანკლუბის ყველა წევრს ჩვენი მხრიდან დროებით შეუჩერდება წევრობა. თითოეულ მათგანს ეცნობება კანონში შესატანი ცვლილების შესახებ, რის შემდეგაც ის თავად გადაწყვეტს, განაგრძობს თუ არა ფანკლუბის წევრობას. იმ შემთხვევაში, თუ ფანკლუბის წევრთა რაოდენობა ჩამოსცდება 70-ს, ბარსელონას მოუწევს, ჩვენთვის ოფიციალური ფანკლუბის სტატუსის ჩამორთმევა.

🔴 გარდა ამისა, რა თქმა უნდა, შევეცდებით, ჟოან ლაპორტა დავითანხმოთ, "ქართულ ოცნებასთან" აწარმოოს მოლაპარაკება და მიიღოს უფლება, მაგალითად ბარსელონას მუზეუმის ტურზე მოგვცეს 25%-იანი ფასდაკლება, როგორც ეს მთელს მსოფლიოში სხვა ფანკლუბებს აქვთ :)

🔵 რაც შეეხება ჩვენი ორგანიზაციის რაიმე რეესტრში დარეგისტრირებას: ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ, თუმცა სადმე დარეგისტრირება გვეზარება :)

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

‼️შალვა პაპუაშვილის თქმით, ქართული NGO-ების ნაწილი ესტონეთის აგენტია

😁

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

კაკო, დოპამინით და სიყვარულით სავსე კაცი ❤️🫡

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

‼️აშშ-ს ერთ-ერთი სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს ძალების თავმოყრის ნაწილია, თბილისში დაეშვა

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

მიხეილ ყაველაშვილმა როინ მეტრეველი ეროვნული პრემიით დააჯილდოვა.

(ე, ბექაჯან, ეღირსა თუ არა როინს ტიტული?)

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

‼️ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე კორპუსის ბინიდან ვარდნის შედეგად კაცი დაიღუპა.

©აჭარა თაიმსი

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

‼️მსვლელობა თსუ-დან ტექნიკური უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსისკენ - იქ არსებულ პროტესტთან შესაერთებლად

Читать полностью…

საქართველო - VOL 2.0

ბათინკებით ამოვიღებთ, უმფროსო?

Читать полностью…
Subscribe to a channel