shamemovement | Unsorted

Telegram-канал shamemovement - Shame Movement

392

Subscribe to a channel

Shame Movement

შემოგვიერთდით ტელეგრამ ჯგუფში #შინევროპისკენ

/channel/hometoeu

Читать полностью…

Shame Movement

გიორგი მჟავანაძის დაკავების დეტალები 😷

“…გვერდით ეს მსუყე პოლიციელი უდგას და ეხლა ის მეორე ლოყაში მირტყამს მთელი ძალით. შემდეგ ისევ ბატონი დავითი. თან მაგინებენ გამწარებულები. ხელები უკან მაქვს შეკრული, ვერც ვიფარებ სახეზე და მუხლი ავწიე, თავი დავხარე რომ სახე დამეფარა რამენაირად. „ეს მუხლი ჩამოწიე შენი დედა მოვტყან“ და იგივე, სახეში მთელი ძალით მირტყამენ. უკან ვიღაცები მედგნენ, იმათაც თავისი ხელი შემაწიეს, თავში ჩამარტყა ერთერთმა. თან მიმეორებენ - შე უზრდელო, ეხლა გეცოდინება რომ პოლიციელი „ვიღაც“ არ არისო.”

https://www.facebook.com/100000327559236/posts/5355784851109047/?d=n

Читать полностью…

Shame Movement

“სირცხვილიას” აქტივისტებმა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების: ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ნიდერლანდების, ესპანეთის, ლიეტუვისა და თურქეთის საელჩოებთან აქცია-პერფორმანსი გამართეს და მეგობარ სახელმწიფოებს, რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდეს.

#SanctionIvanishvili

https://www.facebook.com/177657096172822/posts/946075635997627/?d=n

Читать полностью…

Shame Movement

7 მარტს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტებისთვის 12 600 ლარი შეგროვდა. მადლობა თითოეულ ადამიანს მხარდაჭერისთვის!

ადმინისტრაციული სახდელის ჯამური რაოდენობა 34 300 ლარია. თანხა აქტივისტების დასახმარებლად შეგიძლიათ ჩარიცხოთ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე:

ააიპ მოძრაობა სირცხვილია
TBC: #GE27TB7589236070100003
BOG: #GE44BG0000000162241054
დანიშნულება: აქტივისტებისთვის
Paypal: www.paypal.me/theshamemovement

Читать полностью…

Shame Movement

მოსამართლე მანუჩარ ცაცუას გადაწყვეტილებით, 7 მარტს, უკრაინის სოლიდარობის აქციაზე უკანონოდ დაკავებულ აქტივისტებს ჯარიმები შეეფარდათ:

ზუკა ბერძენიშვილი - 3800 ლარი
გიორგი მჟავანაძე - 2800 ლარი
გური გოლიაძე - 2800 ლარი
ნოდარ რუხაძე - 2800 ლარი
ალექსანდრე სამხარაძე - 2600 ლარი
გიგა მაქარაშვილი - 1000 ლარი

https://www.facebook.com/177657096172822/posts/933518757253315/?d=n

Читать полностью…

Shame Movement

პარლამენტთან მოქალაქები სანთლებითა და ყვავილებით მივიდნენ და უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

#StandWithUkraine

Читать полностью…

Shame Movement

4 აპრილს, 14:30 საათზე, საქალაქო სასამართლოში ლექსო ლაშქარავაზე ძალადობის საქმეზე მოსამართლე განაჩენს გამოიტანს 6 ბრალდებულის მიმართ, რომელთაც ბრალი ჯგუფურ ძალადობაში, ძალადობითა და მუქარით დევნასა და ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლაში ედებათ, რაც 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქალაქო სასამართლოს ეზოში, განაჩენის გამოცხადების პარალელურად, ჟურნალისტების, ოპერატორებისა და მედიის წარმომადგენლების ინიციატივით გაიმართება აქცია, მოძალადეთა დასჯის მოთხოვნით.

Читать полностью…

Shame Movement

გიორგი მშვენიერაძის დასკვნითი სიტყვა აქტივისტების პროცესზე

“აქ არიან ადამიანები წარმოდგენილები, რომლებიც არიან ნიმუში, როგორი უნდა იყვნენ ჩემი შვილები. სამი შვილის მამა ვარ. ჩემი შვილებიდან ერთ-ერთი მათთან ერთად დგას ხოლმე აქციებზე და მე ამით ვამაყობ, იმიტომ, რომ აქ არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგად სწავლობენ, ძალიან კარგი განათლება მიიღეს, ძალიან კარგი სამსახურები აქვთ, მაგრამ კიდევ რაღაც არ ასვენებთ... ეს არის, რომ ქვეყანა უკეთესი იყოს.”

https://fb.watch/c5jilCnj8R/

Читать полностью…

Shame Movement

მარიუპოლიდან ჩამოსული უკრაინელი ოჯახისთვის ვაგროვებთ ტანსაცმელს.

ქალის ტანსაცმელი (L, XL, 2XL)
კაცის ტანსაცმელი (L, XL)
ტანსაცმელი 12 წლის ბიჭისთვის

ნივთები შეგიძლიათ მოიტანოთ ხვალ, ალექსანდრე ჭავჭავაძის 8 ნომერში.

საკონტაქტო: 574 700 740, მარიამ დოლიძე

Читать полностью…

Shame Movement

მოძრაობა “სირცხვილიას” წევრი, გიგა მაქარაშვილი, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე იმყოფება და უკრაინიდან წამოსულ ლტოლვილებს ჰუმანიტარულ დახმარებას სთავაზობს. საზღვარზე “ქართველი ხალხის” სახელით გახსნილია რამდენიმე მიმღები პუნქტი, სადაც უკრაინელ ხალხს ცხელი საკვებით, ხილითა და ბოსტნეულით უმასპინძლდებიან, ბავშვებს კი სათამაშოებს ურიგებენ.

#StandWithUkraine 🇬🇪🇺🇦✊

Читать полностью…

Shame Movement

მოსამართლე კობა ჩაგუნავას გადაწყვეტილებით, 7 მარტის უკრაინის სოლიდარობის აქციის მონაწილე აქტივისტები დაჯარიმდნენ.

თათია მელიქიშვილი - 2000 ლარი
მარიამ გეგუჩაძე - 2200 ლარი
გვანცა პერტია - 2200 ლარი
ლიკა ლომიძე - 2200 ლარი

https://www.facebook.com/shamemovement/photos/a.347314955873701/926400781298446/?type=3

Читать полностью…

Shame Movement

https://fb.watch/bQw_MPFu9o/

გიორგი მშვენიერაძის სიტყვა აქტივისტების სასამართლო პროცესზე

Читать полностью…

Shame Movement

ზუკა ბერძენიშვილის, გიორგი მჟავანაძის, გიგა მაქარაშვილის, ნოდარ რუხაძის, ალექსანდრე სამხარაძისა და გური გოლიაძის სასამართლო პროცესი დაიწყო.

უფლებადამცველთა გუნდს წარმოადგენენ: გიორგი მახარაძე, გურო იმნაძე, გიორგი მშვენიერაძე, ედუარდ მარიკაშვილი და ვანო ჩიტაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უკანონოდ დაკავებულ აქტივისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 4500 ლარამდე ან პატიმრობას 15 დღემდე.

საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის უვადოდ დანიშნული მოსამართლე, მანუჩარ ცაცუა, რომელმაც ნოდარ რუხაძე წარსულში 2000 ლარით, პოლიციელების სიტყვიერი ჩვენების საფუძველზე დააჯარიმა.

Читать полностью…

Shame Movement

კარგი ამბები გვაქვს 🥳 საქართველოს სახალხო დამცველმა, 2022 წლის 7 მარტს დაკავებული აქტივისტების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით მიმართა.

სახალხო დამცველმა თავის მოსაზრებაში აღნიშნა, რომ პირთა დაკავება პოლიციელების მხრიდან შეკრების და მანიფესტაციის უფლებაში არააუცილებელი ხასიათის ჩარევას წარმოადგენდა და მათი დაკავებით პოლიციამ სიტუაციის ხელოვნური ესკალაცია გამოიწვია. აქტივისტები დააკავეს ტუალეტის ქაღალდების სროლიდან მნიშვნელოვანი დროის გასვლის შემდეგ, როდესაც ართუ სერიოზული საფრთხის, არამედ სამართალდარღვევის ჩადენის აღკვეთის ინტერესიც კი აღარ იდგა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ 2022 წლის 7 მარტს დაკავებული პირების (ზუკა ბერძენიშვილის, გიორგი მჟავანაძის, გიგა მაქარაშვილის, ნოდარ რუხაძის, ალექსანდრე სამხარაძისა და გური გოლიაძის) სამართალდამრღვევად ცნობა შეეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

https://www.facebook.com/177657096172822/posts/921836875088170/?d=n

Читать полностью…

Shame Movement

გახსოვთ ნოდარ რუხაძის დაკავება 2021 წლის 23 თებერვალს? ამ ჩანაწერში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის უვადოდ დანიშნულმა მოსამართლემ, მანუჩარ ცაცუამ, კანონდარღვევა დაინახა და რუხაძე 2000 ლარით დააჯარიმა.

2022 წლის 18 მარტს ზუკა ბერძენიშვილს, გიორგი მჟავანაძეს, გიგა მაქარაშვილს, ნოდარ რუხაძეს, ალექსანდრე სამხარაძესა და გური გოლიაძეს იგივე მოსამართლე გაასამართლებს.

#სირცხვილია

https://fb.watch/bNqtnUzyb6/

Читать полностью…

Shame Movement

ვასაჯაროებთ იმ პოლიციელების ფოტოსურათებს, რომლებმაც 18 მაისს, გლდანი-ნაძალადევის მე-9 განყოფილებაში, ფიზიკურად და სიტყვიერად იძალადეს გიორგი მჟავანაძეზე.

ჩვენი მოთხოვნა უცვლელია, შეუწყდეთ უფლებამოსილება და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ მოძალადე პილიციელები, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან დაკავებულ თანამდებობებზე: დავით კანკავა, სოლომონ ლომსაძე, ჯონი სამხარაძე, ანზორ გულუა, ზაზა ზურაბიშვილი და გიორგი ჟორდანია.

https://www.facebook.com/177657096172822/posts/pfbid02U45Ya7tUbouuvKQe8VHDWQBHXcNbiKd9ad5rwHKTjNAvjDpxJHw6fUTfnsNj5RGfl/?d=n

Читать полностью…

Shame Movement

ხვალ, 5 მაისს, 15:00-ზე ვიკრიბებით იულონ გაგოშიძის მხარდასაჭერად და გასამხნევებლად, რაც მისთვის მოულოდნელობა იქნება. ვიკრიბებით ანტონ ფურცელაძის 3 ნომერში (მუზეუმის გვერდითა შესასვლელთან).

შემოგვიერთდით ❤️🥳

https://fb.watch/cObyX2FtTI/

Читать полностью…

Shame Movement

ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბრის ახალი აუდიოჩანაწერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი, კრემლის ინტერესების გამტარია და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ სანქცირებულ რუს ბიზნესმენებს, სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება.

ჩანაწერი, რომელიც 2022 წლის 10 და 12 მარტით თარიღდება, მაშინ არის გაკეთებული, როდესაც რუსი ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე უდანაშაულო ადამიანებს კლავდნენ, აუპატიურებდნენ ქალებსა და ბავშვებს, წვავდნენ მათ სახლებსა და ბომბავდნენ საავადმყოფოებს.

ბიძინა ივანიშვილმა რუსეთის დავალებით ძირი გამოუთხარა ქართულ დემოკრატიას და 9 წლის განმავლობაში ქვეყანა რუსულ საგარეო ვექტორზე დააბრუნა.

მივმართავთ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას, დაუწესდეს სანქციები რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საქართველო სანქცირებული რუსული კაპიტალის შავ ხვრელად აქცია.

https://www.facebook.com/177657096172822/posts/944957859442738/?d=n

Читать полностью…

Shame Movement

7 მარტს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ უკრაინის სოლიდარობის აქციაზე, ჯამში 16 ადამიანი დააკავეს და დააჯარიმეს; ადმინისტრაციული სახდელის ჯამური რაოდენობა 34 300 ლარია.

შეგახსენებთ, რომ საქმის განმხილველმა მოსამართლეებმა სახდელის დაკისრების გადაწყვეტილება მტკიცებულებების გარეშე და მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ზეპირი ჩვენების საფუძველზე მიიღეს. პოლიციელებსა და მოსამართლეებს კანონდარღვევად მიაჩნიათ საპროტესტო აქციებზე “პუტინ ხუილოსა” და “რუსკი კარაბლ იდი ნახუის” სკანდირება.

თანხა აქტივისტების დასახმარებლად შეგიძლიათ ჩარიცხოთ მითითებულ საბანკო ანგარიშებზე.

https://www.facebook.com/177657096172822/posts/933590367246154/?d=n

Читать полностью…

Shame Movement

უმრავლესობის დეპუტატები ჩვენზე ჭორაობენ, მაშინ როცა კიევში საქართველოს სტრატეგიული ინტერესების დაცვით უნდა იყვნენ დაკავებული.

გიორგი ხელაშვილი: გუშინ ქართულმა სასამართლომ 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის ჩამდენი პირებს პატიმრობა მიუსაჯა. მიუხედავად იმისა, რომ 5 ივლისის საქმე პრესაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ახლა ძალიან მცირე ყურადღება ექცევა დამნაშავეთა დასჯას.

ლევან ქარუმიძე: ეს იმიტომ, რომ სამარცხვინო მოძრაობა ამჟამად არის დაკავებული იარაღის წარმოსახვითი კონტრაბანდითა და სხვა დეზინფორმაციით. მიეცით ცოტა დრო.

https://twitter.com/shamemovement/status/1511334924556681221?s=21&t=CDE1sdivLc2jQAE2BT9lrQ

Читать полностью…

Shame Movement

არაერთგზის უსამართლოდ შეურაცხყოფილი, დედა-სამშობლოზე დღენიადაგ მოფიქრალი ჩვენი ქვეყნის პრემიერი, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ უსაფუძვლო ქილიკისა და აგრესიის მსხვერპლი გახდა.

მას სახელმწიფოებრივი სულისა და გონების ქონის გამო სჯიან! თუმცა ქართველმა ხალხმა იცის, რომ ირაკლი ღირსეული მამულიშვილია! ქართველმა ხალხმა მისი სახე-ხატი უკვე ფოლკლორშიც მიავლიანა!

🦴

https://www.facebook.com/177657096172822/posts/931919357413255/?d=n

Читать полностью…

Shame Movement

მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა, 7 მარტს, უკრაინის სოლიდარობის აქციაზე უკანონოდ დაკავებულები, ვალერი სამხარაძე და ალექსანდრე სიმონოვი 2300-2300 ლარით დააჯარიმა.

Читать полностью…

Shame Movement

ჩვენი აქტივისტების სასამართლო პროცესი გადაიდო, მოსამართლე გადაწყვეტილებას 6 აპრილს, 17:20-ზე გამოაცხადებს.

Читать полностью…

Shame Movement

ზუკა ბერძენიშვილის, გიორგი მჟავანაძის, გიგა მაქარაშვილის, ნოდარ რუხაძის, ალექსანდრე სამხარაძისა და გური გოლიაძის სასამართლო პროცესი ხვალ, 16:00 საათზე გაიმართება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უკანონოდ დაკავებულ აქტივისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 4500 ლარამდე ან პატიმრობას 15 დღემდე.

Читать полностью…

Shame Movement

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნატა ფერაძე 2300 ლარით დააჯარიმა.

Читать полностью…

Shame Movement

შეგახსენებთ, რომ კიევის ოლქის ქალაქ ირპენში, რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევის დროს დაღუპულ ქართველ მებრძოლებს – დავით რატიანსა და გია ბერიაშვილს 24 მარტს, დილის 5 საათზე, თბილისის აეროპორტში ჩამოასვენებენ.

დაღუპულთათვის პატივის მისაგებად, მოქალაქეები აეროპორტში შეიკრიბებიან.

მისამართი: თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
https://maps.app.goo.gl/gw28mNacA9YiYLak7

Читать полностью…

Shame Movement

ჩვენი აქტივისტების სასამართლო პროცესი გადაიდო, შემდეგი სხდომა 30 მარტს, 16:00 საათზე ჩატარდება.

Читать полностью…

Shame Movement

🇬🇪🇺🇦 დღეს უკრაინის საელჩოს 35 ათასი ლარის ღირებულების მედიკამენტები და სამედიცინო ინვენტარი გადავეცით.

„სირცხვილიამ“ დახმარება უკვე მესამედ გადასცა უკრაინის საელჩოს.

მადლობას ვუხდით თითოეულ მოქალაქესა და ბიზნესის წარმომადგენელს, რომლებმაც უკრაინის მხარდასაჭერად მონაწილეობა მიიღეს ჰუმანიტარულ კამპანიაში.

ჩვენი გუნდი აგრძელებს აღნიშნულ ჰუმანიტარულ კამპანიას - მედიკამენტები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ორგანიზაციის ოფისში - ალექსანდრე ჭავჭავაძის #8.

Читать полностью…

Shame Movement

2022 წლის 18 მარტს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება უკრაინის სოლიდარობის აქციაზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესი.

დაცვის მხარეს წარმოადგენს უფლებადამცველთა გუნდი შემდეგი შემადგენლობით:

• გიორგი მახარაძე, სამოქალაქო მოძრაობა (მოძრაობა “სირცხვილია”);
• გურო იმნაძე, (სოციალური სამართლიანობის ცენტრი - EMC);
• გიორგი მშვენიერაძე, (დემოკრატიის მცველები - Democracy Defenders);
• ედუარდ მარიკაშვილი (საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI);
• ვანო ჩიტაშვილი (საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს - TIG);

შეგახსენებთ, რომ სასამართლო პროცესზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

#სირცხვილია

https://www.facebook.com/177657096172822/posts/921368588468332/?d=n

Читать полностью…

Shame Movement

როგორც მოგეხსენებათ, 2022 წლის 18 მარტს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება ზუკა ბერძენიშვილის, გიორგი მჟავანაძის, გიგა მაქარაშვილის, ნოდარ რუხაძის, ალექსანდრე სამხარაძისა და გური გოლიაძის სასამართლო პროცესი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო 7 მარტს გამართულ უკრაინის სოლიდარობის აქციაზე უკანონოდ დაკავებულ აქტივისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც ითვალისწინებს ჯარიმას 4500 ლარამდე ან პატიმრობას 15 დღის ვადით.

მივმართავთ თბილისის საქალაქო სასამართლოს:

ვინაიდან საქმე განიხილება ექვსი პირის მიმართ, ასევე, არსებული მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გთხოვთ, უზრუნველყოთ მიმდინარე წლის 18 მარტს ჩანიშნული სასამართლო სხდომის დიდ დარბაზში განხილვა, რათა შესაძლებელი იყოს სხდომაზე დამსწრეთა დაშვება. ასევე, გთხოვთ, უზრუნველყოთ პროცესზე ყველა იმ მედიასაშუალების დასწრება, რომელიც ოფიციალური შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს პროცესის გაშუქების მიზნით.

#სირცხვილია

https://www.facebook.com/177657096172822/posts/920687418536449/?d=n

Читать полностью…
Subscribe to a channel